გრძელდება რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას.
დღეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ხელედის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ფაყის მიმართულებით, დაწყებულია გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და გათვალისწინებულია 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგება, რომლის ღირებულებაა 189, 349ლარი.
შემსრულებელია შპს ,,სტარტ+’’.