თათბირი

ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, თათბირი გაიმართა.
თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ლენტეხის შპს ჯანდაცვის ცენტრის მედ-პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ხელმძღვანელები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ვაქცინაციის პროცესის არის საინფორმაციო კამპანია, ცნობიერების ამაღლება, სანდოობის შექმნა. რაც წინ უნდა უძღოდეს ვაქცინაციის პროცესს.
ამ მიზნით ჩვენს მუნიციპალიტეტში მოწვეული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ბატონი ირაკლი ქარსელაძე.
მასობრივი ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმის, რომ კოვიდ-19 ინფექცია დავამრცხოთ. უნდა დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია- პოპულარიზაცია ვაქცინაციის.- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.