ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების ნუსხა დაამტკიცეს.
აღნიშნულ საკითხზე სხდომის წევრებს დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, სოზარ ბენდელიანმა გააცნო. პროგრამის ფარგლებში, მცირე პროექტების დასაფინანსებლად 604.000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდა კრება, სადაც მოსახლეობამ სოფლისთვის საჭირო პროექტები შეარჩია.
პრიორიტეტულ პროექტებად სასმელი წყლის სისტემის, შიდა – სასოფლო გზების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა ისაუბრა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელობაზე. თხოვნით მიმართა დეპუტატებს, მერის წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლონ პროექტების შესრულების ხარისხი. მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და მოთხოვნა.
საკრებულოს დეპუტატებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა ერთხმად დაამტკიცეს.
სხდომის წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შედგენა – შესრულების ანგარიში, რომელიც საფინანსო სამსახურის უფროსმა, ტახუ ჩანქსელიანმა წარმოადგინა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი. პირების 2021 წლის სამოქმედო გეგმა-პროგრამები, საკრებულოს დეპუტატებს დასამტკიცებლად ა(ა)ი. პირების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს.
განხილვის შემდეგ სხდომის წევრებმა გეგმა – პროგრამები წარმოდგენილი სახით დაამტკიცეს.