კვირას, 14 მარტს, სოფელ ნანარში, ჟორდან ქურასბედიანის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა, შემთხვევის ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი პირადად იმყოფებოდა და აღნიშნული ხანძრის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა.
16 მარტს, დაზარალებული ოჯახი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და გუბერნიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა, პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი გადასცა. ვიდრე, ხუთსულიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება, მუნიციპალიტეტის მერია, მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს და სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ დახმარებებს გაუწევს.
დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე.
მიმღები: მთვარისა ლიპარტელიანი
ანგარიშის ნომერი : #GE77LB0711104624068040
ლიბერთი ბანკი