
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე, შესავალი სიტყვით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ეს დღე სრულიად საქართველოს მიულოცა: „გილოცავთ 26 მაისს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისი არის დღე, რომელმაც გვაჩუქა თავისუფლება. დღე, რომელიც შეგვახსენებს რამდენი იშრომა, იბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის!“