ფოლკლორის ცენტრის გაცვლითი პროგრამა

✅ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხში 1-2-3 ივნისს გაიმართება.
პროექტში მონაწილეობს: ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120 ბავშვი, რომელთა ასაკი განსაზღვრულია 10-დან 18 წლამდე. ჩართულები არიან ასევე,სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები, ანსამბლები…
✅ჩამოსულ სტუმრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მერმა მადლობა გადაუხადა პროგრამის ყველა მონაწილეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
✅1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს-გაიმართა სადღესასწაულო მსვლელობა ლენტეხის ქუჩებში,ასევე, ჩატარდა გაცნობითი ხასიათის თამაშები-სვანი, იმერელი, თუში და ქართლელი ბავშვების ერთობლივი მონაწილეობით.