
ასევე, შეხვედრა გაიმართა სოფელ ჭველფის მოსახლეობასთან. მერმა მათგან მოისმინა სოფელში არსებული გამოწვევები და საჭიროებები. მოსახლეობამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელმძღვანელობას შიდა სასოფლო გზის მოწყობისთვის, რომელიც ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ამ გზაზე საავტომობილო გადაადგილება წლების განმავლობაში პრობლემატური იყო და აწუხებდა ადგილობრივ მოსახლეობას.