სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილე წარადგინა
სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილე წარადგინა
️რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.
აღნიშნული თანამდებობა- ბერდია ჩანქსელიანმა დაიკავა, რომელიც 2021 წლიდან 2023 წლამდე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ბერდია ჩანქსელიანი პროფესიით- სამართალმცოდნეა, იგი “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” სწავლობდა, სადაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი- სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მას, აგრეთვე “ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში”- ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტზე- სახელმწიფო მართვის სპეციალობით მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი, აგრეთვე მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული “ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში” ბიზნესის და ადმინისტრირების ფაკულტეტზე- მენეჯმენტის სპეციალობით.
ბერდია ჩანქსელიანს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც საჯარო სამსახურში ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
‘’აღსანიშნავია, რომ მოადგილის პოზიციას იკავებს ადამიანი, რომელიც არის ლენტეხიდან, ვფიქრობ ადგილობრივი კადრის დანიშვნა კიდევ უფრო გაზრდის მხარეში მიმდინარე პროცესების ეფექტურ მართვას. დარწმუნებული ვარ, რომ ბერდია ჩანქსელიანი თავის, მრავალწლიან, გამოცდილებას და დაგროვილ ცოდნას სასიკეთოდ მოახმარს ჩვენს რეგიონს. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ რეგიონის განვითარებისათვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას’’- აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
თავის მხრივ, ბერდია ჩანქსელიანმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს, გამოცხადებული ნდობისთვის და აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.