შეხვედრა ხელედის მოსახლეობასთან

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე-ზვიად ლობჯანიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი-გიორგი გულბანი, ხელედის თემის მოსახლეობას შეხვდნენ.
✅ შეხვედრის ფარგლებში, მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინა სოფელში არსებული გამოწვევების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებსა თუ წამოჭრილ საკითხებს პირადად უპასუხა.
✅ ერთობლივად დაისახეს მოსახლეობის ინდივიდუალური და ყოფითი პრობლემების მოგვარების გზებიც.
✅ მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა (60) სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.