რაგბის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადება

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, რაგბის კლუბ ,,ამარანტების“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი-გელა ფირცხალავა, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ავთანდილ ამყოლაძე, ლენტეხის, ლაშხეთის, ჩოლურის, ხელედის, ხოფურისა და რცხმელურის თემებში შემავალ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
???? შეხვედრის მიზანს, ბავშვებში, სპორტის ერთ-ერთი სახეობის -რაგბის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადება წარმოადგენდა.
???? მოზარდ თაობებთან საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ სპორტის, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, შესაბამისი პირობების შექმნა, სპორტში ახალგაზრდების ჩართვა და თვითრეალიზებაში დახმარება , მისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
✅ მომავალში ამ მიმართულებით, არაერთი პროგრამა განხორციელდება.
✅ დღევანდელ შეხვედრაზე სიახლეს წარმოადგენდა ისიც, რომ შეიქმნება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ერთიანი გუნდი, რომელიც ითამაშებს ,,დიდ ათში“, დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი სპორტსმენებით და შეირჩავა საუკეთესოები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც რეგიონალურ, ისე რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში.
???? რაგბით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სოფლებიდან, დაბის მიმართულებით, სამარშუტო ტაქსი უფასოდ მოემსახურება.
✅ ბავშვებო, გაერთიანდით კლუბ ,,ამარანტებში’’, თქვენ გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა ივარჯიშოთ დამსახურებულ და გამოცდილ მწვრთნელებთან და გელოდებათ წარმატებები!