შეხვედრა სოფ. ლესემის მოსახლეობასთან

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი მოადგილეებთან ერთად სოფ. ლესემის მოსახლეობას შეხვდა.
✅შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის პრობლემების მოსმენა.
✅მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია და გზის დამცავი ჯებირების მოწყობა-ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც მოსახლეობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
✅,,ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა საშუალებას გვაძლევს, მათი საჭიროებები მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ პროექტების ფორმირებისას.’’- აღნიშნა მერმა.
✅მეტი კომუნიკაციის მიზნით, ანალოგიური ღია შეხვედრები მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.