შეხვედრა სოფ. ბაბილის მოსახლეობასთან

⭕დღეს მუნიციპალიტეტის მერი სოფ. ბაბილის მოსახლეობას შეხვდა.
⭕შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მოსახლეობამ თავის მხრივ, სოფელში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.
⭕სასმელი წყლები და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია-ეს ის საკითხებია რაზეც ძირითადად შეხვედრაზე ისაუბრეს.
⭕,,ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ’’.-განაცხადა მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.
⭕მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.