ერთჯერადი სოციალური დახმარება

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის დახმარებების გაცემას.
➡️2021 წლის 26 თებერვლის 04 დადგენილების საფუძველზე, მიმდინარე წლის ივნისში, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 58 ბენეფიციარს.
➡️დაფინანსდა 15 ბენეფიციარის გამოკვლევა და ოპერაცია.
➡️სარიტუალო მომსახურეობის თანხა გაიცა 1 ბენეფიციარზე.
➡️გარემოს ეროვნული სააგენტოში, ვიზუალური-გეოლოგიური დასკვნისათვის, გაიგზავნა მოთხოვნა 12 ოჯახზე.
➡️დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნა, 5 ოჯახის დაზიანების კატეგორია შესაბამისი ფოტომასალით.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა, რომელიც ყოველთვიურად მიმდინარეობს.