შეხვედრა მერიაში

მუნიციპალიტეტის მერი ტენდერში გამარჯვებულ შპს-ებს, კომპანიებს, ინდ. მეწარმეებს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოისმინა მათგან მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია.
გია ონიანმა თითოეულ მათგანს მოსთხოვა სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება. მუნიციპალიტეტი კი მისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს მათ, რათა სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ.
მერის თქმით, მომავალში ტენდერების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისათვის.