სოფ. ნაცულის სტადიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიამ, ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
ჩიხარეშის თემში, სოფ. ნაცულში მინი სტადიონის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სპორტული მოედანი აღიჭურვა ფეხბურთის კარებით, კალათბურთის ფარებით, ასევე, დაიგო ხელოვნური საფარი.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,,გამა+’’ ასრულებს.