შეხვედრა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან


✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალაგაზრდობის ჩართულობა და მათი როლის გაზრდაა.
✅ამ მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი N 1 და N 2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
✅შეხვედრაზე, მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები.
✅ძირითადად საუბარი იყო ტურიზმის ხელშეწყობაზე, ინფორმაცია მიაწოდეს ყორულდაშში მიმდინარე სამთო-სათხილამურო ბანაკის მშენებლობაზე, რომელიც მომავალში ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება ტურიზმის განვითარებაში.
✅საუბარი ასევე, შეეხო Სურვილის შემთხვევაში მოზარდებისთვის სვანური ენის შემსწავლელი კურსების შემოღებას, Რომელიც სულ მალე დაიწყება.
✅ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები და საჭიროებები გააცნეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამომავლო პროფესიების არჩევანზეც ისაუბრეს.
✅ამგვარი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების გაცნობასა და ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში.