შეხვედრა ა(ა)ი.პ-ის წარმომადგენლებთან

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებს და ა(ა)ი.პ-ების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
✅სამუშაო შეხვედრა წინა სააღდგომო მოსამზადებელ სამუშაოებს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობებს შეეხო.
✅მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიგეგმა საყოველთაო დასუფთავების აქცია, რომელიც განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების, სასაფლაოებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდას ითვალისწინებს, რათა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანაპორტო საშუალებისთვის.
✅მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაევალათ მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის თვითმართველობაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება.