ხელედი-სკალდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

????ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხელედიდან სკალდის მიმართულებით ძველი საავტომობილო (სამეურნეო) დანიშნულების გზის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
????სკალდის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სვანურ ტრადიციულ დღესასწაულზე ,,სკალდობაზე“ სტუმრობენ მონასტერს.
????პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ,,ელიტ ბაილდერს გრუპი’’ ასრულებს, რომლის ღირებულება 301, 718 ლარს შეადგენს.
????მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ზვიადი ლობჟანიძემ მოინახულეს.
????უძველეს ძეგლებამდე და ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.