კონკურსი სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით

სასიამოვნო სიახლე!!!

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია  4-15 ივლისის ჩათვლით, აცხადებს კონკურსს სათავგადასავლო ტურიზმის სერთიფიცირებული გამყოლის (თანაშემწის) პოზიციაზე.

პირველად, საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სერტიფიცირებული გამყოლებისგან შემდგარი გუნდი გაუძღვება მომავალ გამყოლთა საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 8-12 კლასის მოსწავლეების დაინტერესება გამყოლის პროფესიით .

სწავლების განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა დისციპლინასთან ექნებათ შეხება, როგორებიცაა:

* საფეხმავლო გამყოლი

* ველო ტურის გამყოლი

* საცხენოსნო გამყოლი

* თოკთან მუშაობა

* კლდეზე ცოცვა

მოცემული აქტივობების შესახებ მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ინფორმაციას და თეორიულ სწავლებასთან ერთად ყოველდღიურად ექნებათ პრაქტიკული მეცადინეობები .

გამყოლის პროფესია  უნიკალურ შანსს აძლევს  ახალგაზრდას გახდეს თვითდასაქმებული პატარა ასაკიდანვე, ღირსეული სამუშაო პირობებით. ამის შემდეგ კი შესაძლებელია ის გახდეს დამსაქმებელი და წვლილი შეიტანოს რეგიონში ტურიზმის სწორად განვითარებაში.

სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის თითოეული ნაკადი შედგება 15 მონაწილისგან. სწავლების ღირებულება შეადგენს 500 ლარს,  მერიის თანადაფინანსებით  50%(250ლ).  ბანაკი განთავსდება კურორტ ,,მუაშში’’, სადაც სწავლება გაიმართება კლასებად ( კლასში 5 მოსწავლე ) და თითოეულ კლასთან იმუშავებს 2 პროფესიონალი.  იქნება საერთო საბანაკე აქტივობებიც, სადაც ჩაერთვება ყველა მონაწილე.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 591 28 83 81;

email: lipobaqari@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

https://www.guideschool.org/summerschool