სოციალური დახმარების გცემის წესი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის სოციალური დაცვის პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მათი რაოდენობის ზრდა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესება.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მისი განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:
1. სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება;
2. ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;
3. სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
4. ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება;
5. სარიტუალო მომსახურეობა;
6. ერთჯერადი სოციალური ფინანსური დახმარება;
7. მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება;
8. დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
9. მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი) ფინანსური დახმარება;
10. დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება;
11. უსახლკარო (ეკომიგრანტთა) ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
12. მიესთენია გრავისით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების სამსახურს.