,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა ხოფურის თემში

✅,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა კრებაზე ირჩევს პრიორიტეტულ საკითხებს.
✅პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, გარე განათება, სკვერების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების გზები, მინი სტადიონი და ა. შ
✅ამ პროგრამით ხოფურის თემის სოფლებში: ნანარსა და მაზაშში მოეწყო გარე განათება , ხოფურში-სკვერი, წიფლკაკიაში-მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ლამანაშურში-გზის დამცავი გაბიონი.
✅ხოფურის თემისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამით 5 სოფელზე გამოყოფილი იყო 50 000 ლარი.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფ. ლამანაშურში ამ პროგრამით გათვალისწინებული, სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.