,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა

✅,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობა კრებებზე ერთობლივად თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა.
✅,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-გასწორება, შიდა განათება, წყლის სისტემები, ხიდ-ბოგირები და ა. შ.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში 60 პროექტი დაფინანსდა. აქედან 17 პროექტი უკვე დასრულდა.
✅,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში წელს 60 სოფლისთვის 604 ათასი ლარია გამოყოფილი.
✅საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან განახლდა.