წყალი ყველა სოფელს

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წყლის სისტემების მოწყობა წარმოადგენს.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარებისა და წყალსადენი მილების მოწყობა-რეაბილიტაციას.
✅მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა წყლის პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას.
✅სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შემდეგ, შემცირდება წყლის დანაკარგი და გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ხარისხი.
✅სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების და მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც წელს გამოყოფილია დაახლოებით 1,121,917 ლარი.