შეხვედრა მეწარმეებთან

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი , რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ცხვედიანთან ერთად მუნიციპალიტეტში მომუშავე ინდ მეწარმეების, შ.პ.ს-ეების და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს.
გია ონიანმა პირადად მოისმინა ინფორმაცია კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებისგან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხიან და დროულ შესრულებაზე.
ყველა კონტრაქტორს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.
მერის ინფორმაციით მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება.