სოფელ ყვედრეშის მოსახლეობასთან შეხვედრა

✅სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე სოფელ ყვედრეშის მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს.
✅შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
✅,,ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრები, რადგან უშუალოდ მათგან მოვისმინოთ სოფლის საჭიროებები და მოსახლეობამ აირჩიოს სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები.
განხორციელებული და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად გრძელდება’’- აღნიშნა გია ონიანი.
✅მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრას.