ადგილობრივი ტურიზმის განვითარება ლენტეხში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის კომიტეტის წარმომადგენელმა თეონა ნემსიწვერიძემ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის თემა იყო ტურისტული პაკეტის შექმნა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარება.

ასევე პრაქტიკული სამუშაო მოიცავდა სამი ტიპის ტურის განხილვას:

  1. უცხოელი დამსვენებლებისთვის.
  2. ქართველი მომხმარებლებისთვის.
  3. ივენთ ტურები.

პრაქტიკული სამუშაოს დროს განიხილეს ერთ-ერთი ტურის შექმნა ადგილზე, გაიარეს ხარჯთაღრიცხვა და შეისწავლეს გაყიდვის მეთოდიკა.

ტრენინგს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის ესწრებოდა.