სკვერების მოწყობა ლაშხეთის თემში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ზედამხედველობის სამასხურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი ლაშხეთის თემის სოფლებში სასაშსა და ჟახუნდერში მიმდინარე სკვერების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
✅სოფელ სასაშში მიმდინარეობს აფხაზეთის ომის გმირის, ემზარ ონიანის სახელობის სკვერის მოწყობა.
✅პროექტის ფარგლებში ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის ღობეები, კედლები, კიბეები, პანდუსები. გრანიტის ბორდიურები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, გრანიტის ქვის დეკორატიული ღობე, ფანჩატური, მოსასვენებელი მაგიდა-სკამებით, სანათები.
✅სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ბიელი’’, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 334,431 ლარია.
✅ასევე, სოფელ ჟახუნდერში მიმდინარეობს შინდისის გმირის ალეკო ონიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები.
✅პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ლითონის დეკორატიული მოაჯირი ღობის ქვის კედელზე, ბუნებრივი ქვით ტერასების, საფეხურების მოწყობა, ადგილობრივი ბუნებრივი ქვისგან დამზადდება მონუმენტი, მოსასვენებელი მაგიდა-სკამებით, მოეწყობა გაზონი, სანათები. საქართველოს ეროვნული დროშა განთავსდება ლითონის დგარზე.
✅სამუშაოებს შ.პ.ს ,,აინაგები’’ ასრულებს, თანხით 145, 547ლარი.