ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით პირველის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მოისმინეს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სამშენებლო რეგულირების განყოფილების ანგარიში.
ასევე, მოისმინეს ა(ა)იპ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურებისა და კეთილმოწყობის“ მიერ 2026 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიშები.
სხდომაზე ცვლილება შევიდა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2026 წლის 18 ივნისის №9 დადგენილებაში.
გარდა ამისა, თანხმობა მიეცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებაზე, რომელიც სარეზერვო ფონდიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემას ითვალისწინებს.




