საკრებულოს სხდომა N8

დღეს,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა მორიგი სხდომა ჩაატარა.
სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ხოფურის საჯარო სკოლისათვის ლაშა ქურასბედიანის სახელის მინიჭება.
ლაშა ქურასბედიანი სამშობლოს დაცვისთვის მებრძოლი გმირი, 21 წლის ასაკში 1992 წლის 1სექტემბერს აფხაზეთში დაიღუპა.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება – ხოფურის საჯარო სკოლას მიენიჭოს ლაშა ქურასბედიანის სახელი.
საკრებულოს სხდომაზე ასევე მოისმინეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
წარმოდგენილი ანგარიში შეფასდა დადებითად.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი- სოფ.ხელედში, ნარიშრლების უბანში წყალმომარაგების ავზის, გამანაწილებელი ავზის და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოწონების თაობაზე.