ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურის თემში, დასრულდა სოფლების, ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურის თემში, დასრულდა სოფლების, ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
✅ სამუშაოები – ი/მ მურმან ტოგონიძემ შეასრულა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 390 000 ლარს შეადგენდა.
✅ დასრულებული პროექტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ზვიად ლობჟანიძემ მოინახულა.
✅ ჩოლურის თემში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მიმდინარე წელს
1 278 745 ლარი გამოიყო.
✅ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.