ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ ლუჯში მიმდინარეობს დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა, ხოლო სოფელ მარგვიშში ხორციელდება ღელის კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების საერთო ღირებულება 54 042 ლარს შეადგენს.
პარალელურად, სოფელ შკედსა და ჩუკულში მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რომლის ღირებულება 275 019 ლარია.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გრძელდება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი.


