მოქალაქეთა მისაღების გახსნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, მოქალაქეთა მომსახურეობის ბიურო დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
მოქალაქეთა მომსახურეობის ბიურო წარმოადგენს ,,ერთი ფანჯრის’’ პრინციპით მოქმედ მომსახურეობის ბიუროს, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს. უზრუნველყოფს დროულ და კვალიფიციურ მომსახურეობას.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სს ,,სამტრედმშენმა’’. სახელშეკრულებლო ღირებულება შეადგენს 67, 777ლ. პროექტი გრანტის სახით დააფინანსა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
ქალბატონმა მზია გიორგობიანმა მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ასევე დაათვალიერა ,,განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.