მკლავჭიდის სასკოლო მუნიციპალური ტურნირი

✅️ 20 მაისს, ლენტეხში, ახლადრეაბილიტირებული მჟავე წყლის ტერიტორიაზე ჩატარდა პარამკლავჭიდში ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის თენგიზ გაზდელიანის სახელობის მკლავჭიდის სასკოლო მუნიციპალური ტურნირი.
✅️ შეჯიბრების დაწყებამდე, მწვრთნელმა ელდარ ქურასბედიანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ტურნირის ორგანიზატორი და მთავარი მსაჯი, მსოფლიო ექვსგზის ჩემპიონი თენგიზ გაზდელიანი.
✅️ აზარტულმა და სანახაობრივად საინტერესო შერკინებებმა მოსწავლე ახალგაზრდებში მსგავსი ტურნირების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოიწვია.
✅️ შეჯიბრი ჩატარდა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის და ა(ა) იპ. ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრის მკლავჭიდის სექციის ორგანიზებით.
✅️ ფინალისტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით და მედლებით.