ედიყობა-2023

✅25 მაისს, ჩოლურის თემის, სოფელ მამში (ედიყი), ლენტეხის მერიისა და გაბო(ოლეგ) ბაბლუანის ორგანიზებით, ჩატარდა საყოველთაო დღესასწაული “ედიყობა 2023”.
⛪დღესასწაული ედიყის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო და სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
????ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.
????შეჯიბრი გაიმართა დოღში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით: პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცა ცხენი (ჯანხოთლი ლევანი), მეორე ადგილის მფლობელს -უნაგირი (ონიანი ნიკოლოზ), მესამე ადგილზე გასულს- აღვირი (გაბიანი თორნიკე).
✅ასევე გაიმართა ქართულ ტრადიციული ხორც-პროდუქტების დაგემოვნება.
✅,,ედიყობა’’ სახალხო დღესასწაულია და ის ყოველ წელს ამაღლების დღსასწაულზე იმართება.