მდინარე ხელედურის ნაპირსამაგრის სამუშაოები

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში, მდინარე ხელედურის კალაპოტის გაფართოება-გასწორხაზოვნების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
✅ხელედურა ადიდების შემთხვევაში, წლების განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც სოფელ წანაშის მოსახლეობისთვის, ასევე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ლენტეხი-ბავარის მიმართულებით.
✅სამუშაოებს შ.პ.ს ,,მეკა’’, ასრულებს, რომლის ღირებულება 440 000 ლარს შეადგენს, პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.
✅სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.