,,ლექსი კედელზე”

?პროექტ ‘’ლექსი კედელზე” ფარგლებში, რომელმაც სტარტი ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან აიღო, ირმა ქურასბედიანის ლექსით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლექსი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლის იუბილეს.
?ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და მოწვეული სტუმრები.
?ღონისძიება მუსიკალურად გაალამაზა კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა ,,ლაგუშედამ’’, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ასევე, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები.
?ამიერიდან, ლენტეხის კულტურის სახლის გარე სივრცეს (კედელს) ირმა ქურასბედიანის ლექსი დაამშვენებს.
?პროექტის ,,ლექსი კედელზე’’ ავტორია შალვა კამლაძე.