ახალი ტურისტული მარშუტის შექმნა

✅დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, მერიის და ა(ა).ი.პ ტურიზმის განვითარების ცენტრის ,,ლაილას”თანამშრომლები, DMO-სა და საკრებულოს წარმომადგენელთან თანამშრომლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნის მიზნით შეიკრიბა.
✅ინიციატივა მოიცავს დანიშნულ საფეხმავლო ბილიკებს, უზრუნველყოფს მარშრუტის წრიულ ხასიათს და მოიცავს მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიას.
✅ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების მოწყობა.