გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები

✅დაბა ლენტეხში, აღმაშენებლის ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც დამონტაჟდება 25 გარე განათების ბოძი დიოდური სანათებით.
✅სამუშაოებს შ.პ.ს ,,ნიუსთაილი’’ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 109 000 ლარს შეადგენს.
✅მიმდინარე სამუშაოები დაბის რწმუნებულმა ლაშა ონიანმა და დეპუტატმა ირაკლი ქურასბედიანმა მოინახულეს.