ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით განხორციელდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პარტნიორობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განხორციელდეს და მეტ ბენეფიციარს გაეწიოს საჭირო მხარდაჭერა.


