დასუფთავების აქცია

✅დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ჩატარდა.
?აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, საჯარო სამსახურების, ა(ა).ი.პ-ების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
?აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ბაღები, სკვერები, ქუჩები და დაწესებულება-ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები, მდინარეების სანაპიროები. დაირგო ყვავილები და მწვანე ნარგავები.
✅სამუშაოები, საავტომობილო და საფეხმავლო გზებზე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობდა.
✅,,მისასალმებელია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო ჩვენი რაიონის დასუფთავება-გალამაზებაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალში თითოეული ჩვენგანი გავუფრთხილდებით იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.’’- აღნიშნა გია ონიანმა.
✅მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
+4