თათბირი

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
✅მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა.
✅სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ძირითადად რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. როგორც მან აღნიშნა, სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები წელსაც გრძელდება.
✅მერმა სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
✅სამსახურის უფროსებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.
✅შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გენერალურ გეგმის შემუᲨავებაზე, რომელიც მომავალში ლენტეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას განსაზღვრავს.