მუნიციპალური ტურნირი ძიუდოში

????????დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის სპორტულ დარბაზში, ზურაბ ონიანის სახელობის ძიუდოს მუნიციპალური ტურნირი გაიმართა.
????????‍♀️ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა).ი.პ სასპორტო სკოლების გაერთიანებასთან არსებული სპორტული სექციების აღსაზრდელებმა.
????‍♀️????შეჯიბრი 2006-2007-2008; 2009-2010; 2011-2012 და 2013-2014-2015 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართა.
????????‍♀️ტურნირი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის, ა(ა).ი.პ. სასპორტო სკოლების გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ორგანიზებითა და ზაქრო ონიანის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
????????შეჯიბრებაში გამრჯვებულებსა და მონაწილე სპორტსმენებს თასები,სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.