განავითარე შენი რაიონი

✅ ,,ტურისტული სტრატეგიის’’ ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილეებმა, სამუშაო შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებთან. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.
⭕ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის თავიანთი იდეები და ინიციატივები გააცნეს ახალგაზრდებს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებზე, ახალგაზრდულ ინტერესებზე და საჭიროებებზე.
⭕შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყნის მასშტაბით.
⭕ახალგაზრდებს დაევალათ ყველა თემში მოიძიონ ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნავი ადგილები, დაადგინონ ტურისტული მარშუტები, შექმნან გვერდი. სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.
✅,,ლენტეხს აქვს დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩავრთოთ მეტი ახალგაზრდობა და გავიტანოთ საქართველოს ბაზარზე. მჯერა ჩვენი მუნიციპალიტეტი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მრავალ ვიზიტორსა და ტურისტს მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, ასევე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.
⭕მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პერიოდულად შეხვდებიან ახალგაზრდებს, მოისმენენ მათ ინიციატივებს და რეკომენდაციებს, რაც შემდგომ სამოქმედო გეგმებში იქნება გათვალისწინებული.