ბაღის გამოსაშვები ზეიმი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

საზეიმოდ მორთულ დარბაზში პატარები სტუმრების წინაშე ლექსებით, სიმღერებით და საცეკვაო ნომრებით იწონებდნენ თავს. თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადა აღმზრდელებს და ბაღს გამოემშვიდობნენ.

ზეიმის დასასრულს, პატარებს გზა დაულოცა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და მასწავლებლებს გულითადი მადლობა გადაუხადა მრავალშვილიანმა მშობელმა მარეხი ბენდელიანმა.
საბავშვო ბაღი სრულდება და ცხოვრების ახალ ეტაპს, როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ახალი და პოზიტიური მოლოდინები მოაქვს. ჩვენც წარმატებები და ნათელი მომავალი ვუსურვოთ ჩვენს პატარებს!