საქართველოს ჩემპიონი

გილოცავთ, საქართველოს ჩემპიონი გვყავს!
✅ დღეს, 5 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ჩემპიონატზე, ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების აღსაზრდელმა გიორგი ჩანქსელიანმა, 50 კგ. წონით კატეგორიაში, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა და, დამსახურებული პირველობით, უსაზღვროდ გაახარა გულშემატკივართა არმია. ✅ ???? 2004-2005 წლებში დაბადებულთა შორის, მიუხედავად მისი ასაკისა ( 2005 წელშია დაბადებული)- პირველობა არავის დაუთმო, ქულის დაკარგვის გარეშე, ექვსი შეხვედრიდან ექვსივე დამაჯერებლად მოიგო.????? ღირსეულად მოიპოვა ოქროს მედალი და საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებში ჩაირიცხა.??
იგი ახლო მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ანტალიაში საასპარეზოდ გაემგზავრება.? ჩემპიონმა პროგრამა 20-24 -ში მოხვედრის შანსიც გაიმყარა.???
გიორგი ჩანქსელიანი ერთ-ერთ პერსპექტიულ მოჭიდავედ დასახელდა, რომელსაც სპეციალისტები მომავალ მსოფლიო ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ.????
ვულოცავთ, ამ უდიდეს წარმატებას და ვუსურვებთ არასდროს ჩამოსულიყოს გამარჯვების კვარცხლბეკიდან!??????
ვულოცავთ მის მწვრთნელს – იაკობ გაზდელიანს, ლენტეხის კომპლექსურ სასპორტო სკოლას, ყველა ლენტეხელს, გიორგის ყველა გულშემატკივარს!!!