ხოფურის მოსახლეობასთან შეხვედრა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი ხოფურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასრუქტურული სამუშაოების შესახებ. მოისმინა სოფელში არსებული საჭიროებები, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანია არსებული საჭიროების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება. მსგავსი ღია შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.