ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი გზა

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფელ ჭველფისა და ლუჯის დამაკავშირებელი ბეტონის საფარაიანი გზის მოწყობის სამუშაოები.
✅პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება იყო 385, 729 ლარი.
✅დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა მოინახულეს.
✅ასევე, შეხვედრა გაიმართა სოფელ ჭველფის მოსახლეობასთან. მერმა მათგან მოისმინა სოფელში არსებული გამოწვევები და საჭიროებები. მოსახლეობამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელმძღვანელობას შიდა სასოფლო გზის მოწყობისთვის, რომელიც ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ამ გზაზე საავტომობილო გადაადგილება წლების განმავლობაში პრობლემატური იყო და აწუხებდა ადგილობრივ მოსახლეობას.