ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 250 მეტრიანი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაურები.
ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი პრობლემა მოგვარდა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები შპს ,,საგზაო 333’’ შეასრულა, ღირებულებით 49976ლარი.