შეხვედრა ხელედის მოსახლეობასთან
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე-ზვიად ლობჯანიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი-გიორგი გულბანი, ხელედის თემის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინა სოფელში არსებული გამოწვევების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებსა თუ წამოჭრილ საკითხებს პირადად უპასუხა.
ერთობლივად დაისახეს მოსახლეობის ინდივიდუალური და ყოფითი პრობლემების მოგვარების გზებიც.
მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა (60) სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.