დღეს მუნიციპალიტეტის მერი სოფ. ბაბილის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მოსახლეობამ თავის მხრივ, სოფელში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.
სასმელი წყლები და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია-ეს ის საკითხებია რაზეც ძირითადად შეხვედრაზე ისაუბრეს.
,,ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ’’.-განაცხადა მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.
მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.